მინდია ჯანელიძე: საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით ქართველი სამხედროები საკუთარ სამშობლოს იცავენ

ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით ქართველი სამხედროები საკუთარ სამშობლოს იცავენ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
მინდია ჯანელიძის განმარტებით, მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა არის ის მდგომარეობა, რომელშიც საქართველოს წვლილი შეჰქონდა და კვლავ შეიტანს.
“ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეს თავისთავად არის ჩვენი ქვეყნის სამსახური და ჩვენი ქვეყნის დაცვა, ვინაიდან, საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს წევრი. მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა არის ის მდგომარეობა, რომელშიც საქართველოს წვლილი შეჰქონდა და კვლავ შეიტანს, ამიტომ გაწეული საქმიანობა, ყველა წუთი და ყველა საათი, როცა ჩვენი ჯარისკაცები იმსახურებენ სამშვიდობო ოპერაციებში, ეს იქნება სამშობლოს დაცვის და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისკენ მიმართული სამსახური”, – აღნიშნა მინდია ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები