სიდნეიში პოლიციამ შტურმი დაასრულა – დამნაშავე, სავარაუდოდ, გარდაიცვალა

სიდნეიში, კაფეში, სადაც 30-მდე ადამიანი მძევლად იყო აყვანილი, პოლიციამ შტურმი დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, 49 წლის ჰარონ მონისი, რომლებსაც მძევლები 16 საათის განმავლობაში შენობაში ჰყავდა, პოლიციის შეტევის დროს გარდაიცვალა.
სიდნეის პოლიციის მიერ განხორციელებული შტურმის შედეგად კაფე „ლინდტში“ სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. თუმცა, ოფიციალურად გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაციას არავინ ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია სამიდან ხუთამდე ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები