ავღანეთში 40-მდე თალიბია განადგურებული

ავღანეთში „თალიბანის“ 40-მდე „ბოევიკია“ განადგურებული. დაჭრილია კიდევ 50-მდე თალიბი, – წერს ესპანური სააგენტო EFE. სააგენტოს ცნობით, ძალოვანებისა და „ბოევიკების“ შეტაკებები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილებში მოხდა, თუმცა ძირითადი ბრძოლა კუნარის პროვინციის დანგამის რაიონში გაჩაღდა, სადაც ათასზე მეტმა ავღანელი და პაკისტანელი „ბოევიკი“ ძალოვანებს თავს დაესხა.
მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ავღანეთში  12 დეკემბერს, დღე-ღამის განმავლობაში 29 თალიბის ლიკვიდაცია მოხდა. გარდა ამისა, ნატოს უპილოტო თვითმფრინავებმა 12 თალიბი ფარვანის ჩრდილოეთ პროვინციაში გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები