რუსეთმა უკრაინული ობლიგაციების შესყიდვა შეაჩერა

   რუსეთმა უკრაინული ობლიგაციების შესყიდვა შეაჩერა.
როგორც რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, მოსკოვი ჯერ უნდა გაერკვეს თუ როგორ ხელისუფლებასთან მოუწევს უკრაინაში თანამშრომლობა.
ამის პარალელურად, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენაზე მზადყოფნა მსოფლიოს სავალუტო ფონდში გამოთქვეს.
ამის შესახებ განცხადება ფონდის ხელმძღვანელმა ქრისტიან ლაგარდმა გააკეთა.
როგორც ლაგარდმა განაცხადა, უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის თემა განხილვის სტადიაშია.
მისივე თქმით, საერთაშორის მეგობრობის მხარდაჭერა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები