ბელგიაში ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ტყვედ ერთი ადამიანი აიყვანა
ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ბელგიის ქალაქ გენტის ერთ-ერთ ბინაში ტყვე აიყვანა, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი” ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.
„ამჟამად არანაირი დადასტურება არ გვაქვს, რომ ეს (ტყვედ აყვანა) ტერორიზმთანაა დაკავშირებული“, – განაცხადეს პროკურატურაში.
ადგილობრივი გამოცემა Nieuwsblad.be-ს ცნობით, სამართალდამცავებმა ქუჩა ალყაში მოაქციეს. ადგილზე პოლიციის სპეცდანაყოფი გავიდა.