ავსტრალიის პრემიერი: ტყვეების აყვანა პოლიტიკური აქციაა
ავსტრალიის პრემიერის ტონი ებოტის განცხადებით, სიდნეიში ტყვეების აყვანა პოლიტიკურად მოტივირებული აქციაა,- ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ებოტმა ავსტრალიის მოსახლეობას მშვიდობისკენ და ყურადღებისკენ მოუწოდა.
ტონი ებოტის განცხადებით, სიტუაცია „ღრმა შეშფოთებას“ იწვევს. „ეს უკიდურესად შოკისმომგვრელია, რომ უდანაშაულო ადამიანებს შეიარაღებული პირი აკავებს, რომლის ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებულია. ავსტრალია – მშვიდობიანი, ღია და გულუხვი საზოგადოებაა და ეს არაფერმა უნდა შეცვალოს, ამიტომ ავსტრალიელებს დღეს საკუთარი გეგმების შენარჩუნებისკენ მოვუწოდებ“, – განაცხადა ებოტმა.
ცნობილია, რომ ავსტრალიის პოლიცია ტყვეების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებს განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ სულ მცირე ერთმა ადამიანმა კაფე Lindt-ში სიდნეის ცენტრში ტყვეები აიყვანა.