მედვედევი ნაზარბაევთან შეხვედრაზე მაღალპლატფორმიან ფეხსაცმელში გამოცხადდა (ფოტო)
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ყაზახელი ჟურნალისტი პლატფორმიანი ფეხსაცმლით გააოცა, – წერს NUR.KZ. ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა დიმიტრი მედვედევის და ნურსულთან ნაზარბაევის შეხვედრის პროტოკოლური ფოტოები გამოაქვეყნა. კადრში პოლიტიკოსების ფეხსაცმელები მოხვდა. ყაზახეთის პრეზიდენტმა უპირატესობა კლასიკურ ფეხსაცმელს მიანიჭა, რუსეთის პრემიერმა კი ტუფლები 5 -სანტიმეტრიანი პლატფორმით აირჩია. სავარაუდოდ, ასე დიმიტრი მედვედევმა საკუთარი სიმაღლის (163 სანტიმეტრი) კომპენსირება მოახდინა, – წერს სააგენტო. ამასთან, არაოფიციალური წყაროდან ცნობილი გახდა, რომ ნურსულთან ნაზარბაევის სიმაღლე 170 სანტიმეტრს შეადგენს. ზუსტად ასეთი სიმაღლე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს აქვს.
ყაზახური სააგენტო NUR.KZ-ი ასევე ყველაზე მაღალი პოლიტიკოსების გვარებს სთავაზობს მკითხველს. სააგენტო წერს, რომ ყველაზე მაღალი პოლიტიკოსი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის ყოფილი ლიდერი ვიქტორ იანულოვიჩია. მათი სიმაღლე 192-192 სანტიმეტრს შეადგენს.
მაღალ პოლიტიკოსებად ითვლებიან ასევე აშშ-ს და ბელორუსიის პრეზიდენტები – ბარაკ ობამა – 185 სანტიმეტრი და ალექსანდრე ლუკაშენკო – 188 სანტიმეტრი.
ყველაზე დაბალ პოლიტიკოსებად კი: დიმიტრი მედვედევი – 163 სანტიმეტრი, ჩრდილოეთ კორეის დაღუპული ლიდერი კიმ ჩენ ირი – 162 სანტიმეტრი და ირანის ყოფილი პრეზიდენტი – მაჰმუდ აჰმადინეჯადი – 157 სანტიმეტრი, ითვლებიან.