2017 წლამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთი 9 მილიარდ რუბლზე მეტს მიიღებს

რუსეთი საკუთარ თავზე აღებულ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისთვის ფინანსური დახმარების ვალდებულებებზე უარს, ეკონომიკური სირთულეებისა და დასავლეთის სანქციების მიუხედავად, არ ამბობს. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ხლოპონინმა განაცხადა.
საერთო ჯამში, 2017 წლამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთი 9 მილიარდ რუბლზე მეტს მიიღებს. თავის მხრივ, ე. წ. სამხრეთ ოსეთის „პრემიერ-მინისტრმა“ დომენტი კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ გამოყოფილი ფული დანიშნულებისამებრ იხარჯება.
„30 ობიექტიდან, რომლის დასრულება 2014 წლისთვის იყო დაგეგმილი, 20 უკვე ჩაბარებულია, კიდევ 10 – დასრულების სტადიაშია“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები