უკრაინის პრემიერის პოსტზე ტიმოშენკოს კანდიდატურა განიხილება

   კიევში ამ დროისთვის სიშვიდია, თუმცა მოქალაქეები მაიდანზე კვლავ რჩებიან.
ისინი რადასგან კოალიციის ფორმირებასა და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნას ელიან.
საკანონმდებლო ორგანო დღეს ახალ პრემიერს იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუკი რადაში კოალიციის ფორმირება მოხდება.
ფრაქცია “ბატკივშინას” დეპუტატის ნიკოლაი ტომენკოს განაცხადებით, უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე იულია ტიმოშენკოს, არსენი იაცენიუკისა და პეტრე პოროშენკოს კანდიდატურები განიხილება.
“დღეის მდგომარეობით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბევრი კანდიდატურა მოიაზრება, აქედან ძირითადია სამი: ტიმოშენკო, იაცენიუკი, პოროშენკო“,- აღნიშნა ტომენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები