სიდნეის კაფეში მძევლებს აიძულებენ ხელში ეჭიროთ ისლამური დროშები წარწერით: ”გეშინოდეთ ჯიჰადის”

სიდნეის პოლიციაში ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში, კაფე Lindt-ში მომხდარ თავდასხმას პოლიტიკური სარჩული აქვს. მოძალადე, რომელმაც 40 ადამიანს დაესხა თავს, აიძულებს მის ტყვეებს ხელში ეჭიროთ ისლამური დროშები წარწერით: ”გეშინოდეთ ჯიჰადის”. მოძალადეზე ჯერ არაფერია ცნობილი, გარდა იმისა რომ ის 40 წლამდე არაბული წარმომავლობის ადამიანია, ჯიჰადის წევრებისგანაც არანაირი ვიდეო ან კომენტარი არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან ავსტრალიის ოპერის მახლობლად, კაფეზე თავდასხმის შედეგად ევაკუირებულია ყველა შენობა. პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას არ დატოვონ საცხოვრებელი სახლები და მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე.

10859449_1521297084788530_1383566500_n

10859482_1521297101455195_65895944_n

10864340_1521297098121862_1019428996_o

10866956_1521297094788529_2102351809_n

10867164_1521297088121863_1622695671_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები