რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ახალი შეთანხმების გაფორმება განიხილა
დე ფაქტო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის მეგობრობა არ არის მიმართული სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა. ლუკაშევიჩმა 9-10 დეკემბერს გამართული ჟენევის დისკუსიების შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე განიხილებოდა დე ფაქტო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის ახალი შეთანხმებების გაფორმება. ამასთან დაკავშირებით ლუკაშევიჩმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის სიტყვებიც ციტირება მოახდინა და განაცხადა, რომ „სამ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარება არ არის მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის საწინააღმდეგოდ და არანაირად არ აყენებს კითხვის ქვეშ უსაფრთხოების პრობლემებს, რომლებიც პირდაპირ ცხინვალს, სოხუმსა და თბილისს შორის უნდა მოგვარდეს.
ალექსანდრე ლუკაშევიჩმა აღნიშნა, რომ ურთიერთობების გაფორმება საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს, თავად შეთანხმებების მოპოვება კი თავისუფლად შეიძლება.