პოროშენკომ საშობაოდ, დონბასში მძევლად მყოფი 600 ადამიანის გათავისუფლება მოითხოვა

  უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ დონბასში პრორუს სეპარატისტებთან მყოფი მძევლების გათავისუფლებისთვის აქტიური მუშაობა უნდა განხორციელდეს. როგორც “უნიანი” იუწყება, პოროშენკომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს მძევლების საჩქაროდ გათავისუფლება და მათი შობის დღესასწაულამდე სახლში დაბრუნება მოსთხოვა.
“მოვითხოვ მკაფიო, კოორდინირებულ მუშაობას უსაფრთხოების სამსახურსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის ჩვენების სახლებში დროულად დასაბრუნებლად. ამოცანა ასეთია, რომ საშობაოდ ყველა, ვინც სიაშია, მათი რაოდენობა კი 600-ს შეადგენს, სახლებში უნდა დაბრუნდნენ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, პოროშენკომ უშიშროების საბჭოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძიებლად ძალისხმევის გამოჩენისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები