ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. როგორც უკრაინული მედია წერს, აღნიშნული განცხადება იულია ტიმოშენკომ ხარკოვის ციხის სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ იულია ტიმოშენკომ პატიმრობიდან წუხელ გვიან ღამით გათავისუფლდა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ხარკოვის ციხის საავადმყოფო დატოვა და სპეცრეისით კიევში ჩაფრინდა. ტიმოშენკომ გრუშკევის ქუჩაზე ბოლო დღეებში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგო, რის შემდეგაც მაიდანზე შეკრებილ დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა.