„მხოლოდ ომი კი არ წააგეთ, იმ მებრძოლებსაც ვერ უპატრონეთ, რომლებიც ცხინვალში დაიხოცნენ“
2008 წელს მხოლოდ ომი კი არ წააგეთ, ჩვენს იმ მებრძოლებსაც ვერ უპატრონეთ, რომლებიც ცხინვალში დაიხოცნენ, – ამ სიტყვებით მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს მიმართა.
“მხოლოდ ომი კი არ წააგეთ, ჩვენს იმ მებრძოლებსაც ვერ უპატრონეთ, რომლებიც ცხინვალში დაიხოცნენ. პატრიარქის და თბილისელი ბიჭის კოტიკო ყიფიანის წყალობით მოხდა მათი გამოყვანა. გასაგებია, რომ რუსეთთან ომი ძნელია, მაგრამ დაღუპულებს არ არ უპატრონეთ“, – მიმართა ლალი ბადურაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს.