13 დეკემბერი
11:00
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში, ლევან ყიფიანი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2013-2014 წლების ანგარიშს წარადგენს.
11:00
გლდანის რაიონის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. მისამართი: გლდანი ხიზანიშვილის #28. 23-ე პოლიკლინიკა
12:00
ნაძალადევის რაიონის გამგებელი და თბილისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი თემქაზე, 48-ე საშუალო სკოლის ეზოში მდებარე განახლებულ სათამაშო მოედანს გახსნიან. ზაზა გაბუნია და გიორგი არეშიძე, რაიონისა და ქალაქის მასშტაბით, სპორტული მოედნების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაგეგმილ სამუშაოებზეც ისაუბრებენ. მისამართი: თემქა, მე-11 მიკრორაიონი, 1-ლი კვარტალი, მე-16 ბ კორპუსის მიმდებარედ, 48-ე საშუალო სკოლის ეზო საკონტაქტო პირი: თათია – 593 88 26 26
12:00
საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართება, რომელიც პრობაციის ეროვნული სააგნეტოს მიერ გამოცხდებულ კონკურსში გამარჯვებულ სამ პირობით მსჯავრდებულს ბიზნეს წინადადებებს დაუფინანსებს. კომისია გამოავლენს სამი საუკეთესო ბიზნეს პროექტის ავტორს, რომელთაგან თითოეული 7000–ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს. მისამართი: სანდრო ეულის ქ. 3, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, მერვე სართული
12:30
„ადამიანი კანონი თავისუფლება“ არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩაბმის შესახებ კვლევისა და ექსპერიმენტის შედეგების პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: იოსებიძის 57. საკონტაქტო : 555 557 552