მიხეილ გიორგაძემ სომხეთის კულტურის მინისტრს უმასპინძლა
დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა სომხეთის კულტურის მინისტრ ჰასმიკ პოღოსიანს უმასპინძლეს. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო სამომავლო ერთობლივ გეგმებს, რომლის განსახორციელებლად მინისტრებმა კონკრეტული ნაბიჯები დასახეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ისტორიულ მეზობლებს შორის მეგობრობის გასაღრმავებლად კულტურის სფეროში აქტიური თანამშრომლობაა საჭირო.