12 დეკემბერი

09:30
NEW
„რედისონში“ შეხვედრა-სემინარი გაიმართება. თემა:- „თბილისი – მწვანე დედაქალაქი“ (მწვანე ქალაქის კონცეფცია თბილისისათვის და მისი განვითარების შესაძლებლობები). სემინარი თბილისის მერიის, გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისათვის (UNECE) დახმარებით და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოსა და ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოების თანადგომით გაიმართება.
10:00
NEW
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ბრიფინგს გამართავს. თემა: 2014 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები. მისამართი: თავისუფლების # 2
11:00
საინფრომაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რეფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროში და უშიშროების გამოყოფა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბრიფინგს გამართავენ. თემა: 2014 წლის ბიუჯეტის ცვლილებები და 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი. მისამართი: თავისუფლების №2
11:00
“პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი თენგიზ ომანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საქართველოში ნატო-ს ბაზების მშენებლობა უნდა შეჩერდეს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

11:00
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ვეტერანები დავით გულუა და ჯანრი უბირია, ვეტერანების მხრიდან ცრუ განცხადების გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
11:00
NEW
თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით, ღია ლექცია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთათვის, თემაზე “პროფესია მეზღვაური” ჩატარდება.
11:00
NEW
არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიათა ლიდერები, ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრას გამართავენ. თემა: საარჩევნო გარემო და რეფორმის ძირითადი მიმართულებები. მისამართი: ბრიტანეთის საელჩო, კრწანისის ქუჩა N 51
11:30
“ჰოლიდეი ინნ-ში” ორგანიზაცია “People in Need” (PIN) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, პროექტის “სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერა დასავლეთ საქართველოში“ შემაჯამებელ კონფერენციას გამართავს.
11:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი იასე ზაუტაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ავია სივრცეში შექმნილი პრობლემები, მოთხოვნები ხელისუფლებას და რა შემთხვევაში შეწყდება პროტესტი. უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.

11:30
„კვირას“ პრესკლუბში უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რეფორმები შსს-ში და უშიშროების სამსახურის გამოყოფა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:30
“პირველ პრესკლუბში” დამოუკიდებელი ჟურნალისტი თეა შაიშმელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კორუფცია, შეუსრულებელი ტენდერები და გაფლანგული თანხები წალკის მუნიციპალიტეტში, ჟურნალისტური გამოძიება. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
“ჰოლიდეი ინნ-ში” საქართველოს ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი გაიმართება. ამბასადორიალს მისასალმებელი სიტყვით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი გახსნის.
12:00
“ლიბერთი ბანკის“ ხელშეწყობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დღის ცენტრი გაიხსნება მისამართი: გოცირიძის 2; ორგანიზაცია: „მშობელთა ხიდი“
12:00
ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის-საქართველო“ წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ უმაღლესი განათლების პროექტს გააცნობენ. მისამართი: რუსთაველის 106

12:00
NEW
საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, (პავილიონი N 3) „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, საზოგადოებას 2 წლის ანგარიშს წარუდგენს. პრეზენტაციას აღმასურულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. მისამართი: წერეთლის გამზირი N 118
13:00
“პირველ პრესკლუბში” „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და გია გვილავა პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ეუთოს ODIHR-ის სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიში და შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” მთავარ ოფისში, დიმიტრი ლორთქიფანიძე და გიორგი კობახიძე საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: აბულაძის 8 საკონტაქტო ნომერი: 577 20 90 00
14:00
ბათუმში, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” გენერალური მდივანი ზაზა ვეკუა საგანგებო ბრიფინგს გამართავს. მისამართი: ვ.ფშაველას 35 (ყოფილი მარქსის ქუჩა, სინაგოგასთან) საკონტაქტო ნომერი: 577 20 90 00
15:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე

15:00
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
17:00
NEW
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს სხდომა გაიმართება. მისამართი: თავისუფლების N2.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები