თიბილოვმა ოს მოხალისეებს ნოვოროსიიდან სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა უკრაინაში მებრძოლი მოხალისეებისთვის განკუთვნილი მიმართვა გამოაქვეყნა. როგორც მიმართვაშია ნათქვამი, თიბილოვი ოს მეომრებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. თიბილოვმა დადებითად შეაფასა ოსი მებრძოლების ქმედება, რომლებმაც „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში სისიხლისღვრა გულთან ახლოს მიიტანეს და ამ რეგიონების მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა“ გადაწყვიტეს. თუმცა, თიბილოვის თქმით, ახლა „რესპუბლიკების ხელმძღვანელობა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების ფორმირებაზე და განვითარების სხვა ეტაპზე გადადის. მოხალისეთა ამოცანა კი დასასრულს მიუახლოვდა“.
„როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, ლეონიდ თიბილოვს ნოვოროსიაში მებრძოლების გაგზავნის ბრძანება არ გაუცია – ისინი იქ საკუთარი ნებით ჩავიდნენ. მაგრამ ახლა, როგორც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა მათ სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა და მოხალისეების ნათესავებსა და ახლობლებს ამ მოწოდებაში დახმარება სთხოვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები