პაატა ზაქარეიშვილი: რუსეთმა დე ფაქტო ლიდერები ე.წ. ლეგიტიმურ თამაშებში შეიტყუა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის იმ ინიციატივას, რომელიც “მოკავშირეობისა და პარტნიორობის შესახებ” მომავალ შეთანხმებაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხის შეტანას ითვალისწინებს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი გამოეხმაურა.
ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის თამაშებს არ უნდა აჰყვეს.
“იმაზე მეტი, რაც რუსეთმა გააკეთა და 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთი მიიერთა – ვეღარ მოხდება. რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ლიდერებს ხელი მოაწერინა ე.წ. დოკუმენტებზე. რუსეთმა ისინი ეგრეთ წოდებულ ლეგიტიმურ თამაშებში შეიტყუა. ჩვენი ამოცანააა, არ ავყვეთ რუსეთს ამ თამაშებში. პრესასაც იგივეს მოვუწოდებ“, – განუცხადა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები