კარასინი: საქართველოს მეზობლები მისი ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებით შეშფოთებულები არიან

საქართველოს მეზობელი ქვეყნები მისი ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებით შეშფოთებულნი არიან. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.
„ბევრი რამ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ბოლო წლებში სამხედრო ბლოკ ნატოსთან პარტნიორობას და ურთიერთქმედებას ზედმიწევნით აძლიერებს. სწორედ ეს იწვევს სოხუმში და ცხინვალში მზარდ შეშფოთებას“, – განაცხადა კარასინმა.
კარასინმა აღნიშნა, რომ ნატოს სამიტზე უელსში „საქართველოსთან გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი იყო მიღებული, რომელიც სხვა ელემენტებთან ერთად ითვალისწინებს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, საქართველოში საწვრთნელი ცენტრის გახსნას, რომელშიც ამ ქვეყნის თავდაცვა გაძლიერდება. ცენტრში იმუშავებენ იტალიელი ინსტრუქტორები. გარდა ამისა, თბილისში თანამედროვე იარაღის მსხვილი პარტიის მიწოდების შესახებ არსებობს ინფორმაცია. ამ შემთხვევაში მათ შორის საბრძოლო სისტემებზეა საუბარი. ამიტომ საქართველოს მეზობლების შეშფოთება, თუ როგორი იქნება მდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით, გასაგებია“, – განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები