„რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების საკითხზე დასავლეთისა და თბილისის რეაქცია აბსოლუტურად გამოგონილია”




    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. ხელშეკრულების საკითხე თბილისისა და დასავლეთის ქვეყნების რეაქციას ეხმაურება. გრიგორი კარასინის თქმით, საკითხთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები აბსოლუტურად გამოგონილია. ამის შესახებ კარასინმა “რია ნოვოსტის” განუცხადა.
“აბსოლუტურად გამოგონილს ვუწოდებთ იმ ატეხილ ხმაურს, რომელიც თბილისსა და დასავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში ატეხეს აფხაზეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაზე. ამდენი წლის განმავლობაში, რაც გავიდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მომენტიდან, დროა, ყველა მიეჩვიოს, რომ ჩვენი ქვეყნები თანდათანობით ამყარებენ სხვადასხვა მხრივ საერთაშორისო ურთიერთობებს. ეს პროცესი არავის უშლის და ბუნებრივია, არ მოითხოვს მესამე ქვეყნების მხარდაჭერას”, – განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები