11 დეკემბერი
09:30
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საოპერო თეატრის – მეტროპოლიტენ ოპერის დასის მენეჯერს სტივენ ბრაუნს უმასპინძლებს.
10:30
“რადისონში”, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და 105 ახალი საწარმოს პრეზენტაციას გამართავს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან. საკონტაქტო პირი: ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19; სოფო მდინარაძე 577 58 50 58
10:30
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმათველოს უფროსი მაკა ფერაძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისიტროსა და “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოში არსებულ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე გახსნის.
11:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:00
„ვერე პალასში“ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, გეოგრაფიული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით კონფერენციას გამართავს. კონფერენციას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე გახსნის.
11:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე მერიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
11:30
“პირველ პრესკლუბში” “მებრძოლ პატრიოტთა კავშირის” ლიდერი ემზარ ქვარიანი, განცხადებას გააკეთებს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი შიხიაშვილის გადაგომას მოითხოვს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
“პირველ პრესკლუბში” “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, ქართული ჭიდაობის წლის მთავარი ტურნირის – ფალავნობის პრესკონფერენცია გაიმართება.
13:00
“თიბისი ბანკის” სათავო ოფისში, “თიბისი ბანკისა” და „ბანკი კონსტანტას“ კონსოლიდაციის შესახებ, ვახტანგ ბუცხრიკიძე და „ბანკი კონსტანტას“ გენერალური დირექტორი და მიკროფინანსების მიმართულებით თიბისი ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ქურდიანი პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: მარჯანიშვილის 7, მესამე სართული
14:00
თსუ-ში ცნობილი ქართველი გერმანისტის ოთარ ჯინორიას 100 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია (ივ. ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი)
14:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართება. მისამართი: ლერმონტოვის 10
14:00
საქართველოს მფრინავი დისკის ფედერაციის და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ორგანიზებით, მწვრნელთა შორის “ფრისბი-ში” საჩვენებელი მატჩი გაიმართება. მისამართი: ვარკეთილის III მასივი, ზ/პ სპორტ.კომპლექსი “ედელვაისი”.
16:00
NEW
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის ქონება ჩამორთმეულის სახლში ცხოვრების ფაქტზე, ჟურნალისტურ კორპუსთან, დახურულ შეხვედრას გამართავს. მისამართი: ძმ. ზუბალაშვილების #36 საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
18:00
მწერალთა სახლში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ლიტერატურული კონკურსის -„წეროს“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
19:00
მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, პოლონეთის მთავრობის დახმარების ფარგლებში განხორციელებული პროექტი „ძუძუს კიბოს ადვოკატირება და რეგიონალური განვითარების პრეზენტაცია გაიმართება.