თემურ შაშიაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის სექტა!

მოძრაობა „თეთრების” ლიდერის თეიმურაზ შაშიაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა” სექტაა. „ეს პარტია სექტის პრინციპებით რომ არ იყოს შეკრული, ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდებოდა, რომ სირცხვილია იყო „ნაციონალური მოძრაობის” წევრი, იმ პარტიის წევრი, რომელმაც გენოციდი მოუწყო საკუთარ ხალხს”, – აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა დღეს „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. „ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა პატრონი, ამიტომ, ნაცვლად სისტემური ცვლილებისა, მივიღეთ „ნაცების” ანტიქართული სისტემის გაგრძელება. ხელისუფლებაში ახალი არავინ მოსულა, იყვნენ და რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ „თავისუფლების ინსტიტუტს”, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები