შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდა

ძალოვან უწყებაში საკადრო ცვლილება განხორციელდა, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, იმერეთის შინაგან საქმეთა სამხარეოს უფროსი ზაზა ჩუბინიძე ბესარიონ მირიანაშვილმა ჩაანაცვლა, ხოლო ზაზა ჩუბინიძე თბილისის შს მთავარ სამმართველოში ერთ-ერთი განყოფილების უფროსად დაინიშნა.
საკადრო ცვლილების შედეგად, კახეთის შს სამხარეოს უფროსის თანამდებობას გიორგი ბუბუნაური დაიკავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები