„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე „დონბასის ფოსტის“ პირველი ხუთი განყოფილება ამოქმედდა

„დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე „დონბასის ფოსტის“ პირველი ხუთი განყოფილება ამოქმედდა, – ამის შესახებ ფოსტის დირექტორმა ევგენი კოვნაცკიმ განაცხადა.
„დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ „დონბასის ფოსტის“ პირველმა ხუთმა განყოფილებამ დაიწყო მუშაობა. უახლოეს მომავალში, როგორც კი საფოსტო სამსახურის სახალხო რესპუბლიკის ბანკის ცენტრალურ სერვერს შეუერთდება, კიდევ 4 საფოსტო განყოფილება ამოქმედდება“, – განაცხადა კოვნაცკიმ.
მან აღნიშნა, რომ საფოსტო განყოფილებებში პენსიონერებს და ოჯახებს, რომლებშიც ბავშვები არიან, დახმარებას უხდიან.
შეგახსენებთ, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ „დონბასის ფოსტის“ ამუშავების შესახებ ბრძანებას ხელი წინა კვირას მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები