აშშ-ს კონგრესი მთავრობის საქმიანობისთვის 1 ტრილიონ დოლარს გამოყოფს

აშშ-ს კონგრესში „რესპუბლიკელებმა“ და „დემოკრატებმა“ ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტის მიღებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
კონგრესში განაცხადეს, რომ კომპრომისი მიღწეულია პრაქტიკულად ყველა ფედერალური უწყების ბიუჟეტის თაობაზე, რაც მათ 2015 ფინანსური წლის ბოლომდე, ანუ 30 სექტემბრამდე მუშაობის საშუალებას მისცემს. დაფინანსების საერთო მოცულობა 1,1 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები