ოდესაში უკრაინული არმიის დახმარების ცენტრი ააფეთქეს

ოდესაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივ პორტალ „თაიმერის“ ინფორმაციით, აფეთქებულია ოფისი, სადაც ის მოხალისეთა ორგანიზაცია მდებარეობს, რომელიც დონბასის ოპერაციის მონაწილე უკრაინის სამთავრობო ჯარებისთვის დახმარებას აგროვებდა. აფეთქება 01.30 საათზე მოხდა. „თაიმერის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, პერიმეტრს მილიციის თანამშრომლები იცავენ. სასწრაფო დახმარების მანქანები არ შეინიშნება. სავარაუდოდ, მსხვერპლი არ არის, – წერს „თაიმერი“. ცნობისთვის, მოხალისეთა ორგანიზაციის შენობის რეკონსტრუქცია განახორციელა კომპანიამ, რომელიც პარტია „ბატკივშინის“ დეპუტატს ალექსანდრე ბორნიაკოვს ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები