გამოფენა „არუხლოდან ბოლნისის სიონამდე“ გაიხსნება

10 დეკემბერს, 16:00 საათზე, სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ეპოქის ასამდე ექსპონატი, რომლებიც საკმაოდ თვალნათლივ გადმოგვცემენ ქვემო ქართლის ერთი კონკრეტული რაიონის ისტორიას, ახალი ქვის ხანიდან, ვიდრე განვითარებულ შუასაუკუნეებამდე.
ექსპოზიცია ორი სეგმენტისაგან: არქეოლოგიურისგან და არქიტექტურულისგან შედგება.
პირველ ნაწილში ექსპონირებული იქნება სხვადასხვა წლებში საველე-არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი და შემთხვევით მონაპოვარი ნივთები, რომელთა ქრონოლოგიური დიაპაზონი მოიცავს შვიდ ათასწლეულს – ძვ. წ. VI -დან – ახ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებამდე. მეორე ნაწილში გამოფენილი იქნება საბარათიანო-საორბელიანოს ტერიტორიაზე არსებული ან დღეისათვის იავარქმნილი ქართული ქრისტიანული საკულტო თუ საერო ხუროთმოძღვრული კომპლექსების ცალკეული არქიტექტურული ელემენტები, ეპიგრაფიკული ძეგლები და ა.შ. გამოფენის ორგანიზატორები არიან: სამხატვრო აკადემია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის პროექტი წარმოადგენს მრავალწლიანი პროგრამის „საქართველოს სამუზეუმო კოლექციების გამოფენები თბილისის სამხატვრო აკადემიაში“ ორგანულ ნაწილსა და გაგრძელებას პროგრამისა, რომლის ეტაპობრივი განხორციელების შემთხვევაში სამხატვრო აკადემიის პერსონალსა და სტუდენტებს, თბილისელებსა და სტუმრებს, საშუალება ექნებათ, გაეცნონ საქართველოს რეგიონალურ მუზეუმებში დავანებულ და ფართო საზოგადოებისათვის ხშირად თვალს მიფარებულ, თუმცა, მრავალმხრივ საყურადღებო უძველესი, ძველი თუ თანამედროვე ხელოვნების არაერთ ნიმუშს. იდეის ავტორი და პროგრამის ხელმძღვანელი – დოქტორი თემურ ბიბილურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები