უკრაინაში რუსული გაზის მიწოდება აღდგა

უკაინაში რუსული გაზის იმპორტი აღდგა, – ამის შესახებ „“უკრტრანსგაზის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაქსიმ ბელიავსკიმ განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში იმპორტირებული იქნება დახლოებით 43,5 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთიდან უკრაინაში გაზის მიწოდება ივნისში კიევის ვალის გამო შეწყდა. რამდენიმე დღის წინ „ნაფტოგაზმა“ 378 მილიონი დოლარი – 1 მილიარდი კუბური მეტრის რუსული გაზის საფასური წინასწარ გადაიხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები