ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველო დატოვა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
მინისტრმა საქართველო რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზიტის პირველ დღეს ქართველმა კოლეგამ უმასპინძლა.
დღის ბოლოს მინისტრებმა ჟურნალისტებთან ვიზიტი შეაჯამეს.
„განიხილეს საკმაოდ ფართო სპექტრი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას და იმ ბოლო ე.წ. შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის. მხარეებმა ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და იმ სამომავლო პერსპექტივებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები