დონბასში „სიჩუმის რეჟიმი“ ამოქმედდა
უკრაინის აღმოსავლეთით პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს მიერ დაწესებული „სიჩუმის რეჟიმი“ ამოქმედდა. დღეს მინსკში პრორუსულ სეპარატისტებს და უკრაინის მთავრობას შორის ახალი მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა შეხვედრა, – წერს „ბი-ბი-სი“.
შეგახსენებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მხარეებმა მინსკში 5 სექტემბერს მიაღწიეს. ამის მიუხედავად, შეიარაღებული შეტაკებები დონბასში, თუმცა უფრო პატარა მასშტაბით, მაინც გრძელდებოდა.
პეტრე პოროშენკოს განცხადებით, უკრაინის ჯარები „სიჩუმის რეჟიმს“ შეასრულებენ იმისთვის, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს.
პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინული ჯარი სროლას შეწყვეტს და მძიმე ტექნიკის გაყვანას დაიწყებს იმ შემთხვევაში, თუ სეპარატისტებიც იგივეს გააკეთებენ.