ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატებმა საქმის მასალების გაცნობა დაასრულეს
ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატებმა საქმის მასალების გაცნობა დაასრულეს. ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, პროკურატურის მიერ მათთვის გადაცემულ დოკუმენტებში ბრალის არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. მისვე თქმით, უახლოეს პერიოდში ადვოკატები სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ეჭვმიტანილებისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, გაასაჩივრებენ. “საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ არათუ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა, არამედ ვინმემ რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, დაცვის მხარე ახლო მომავალში მიმართავს სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხის განხილვის თაობაზე, მიგვაჩნია, რომ ამის სრული კნონიერი საფუძველი არსებობს“, -განაცხადა ლევან სამუშიამ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სამინისტროს მაღალჩინოსნებს 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავება. საქმე ეხება 2013 წელს ჩატარებულ ტენდერს, სადაც, გამოძიების ინფორმაციით, სამინისტრომ, წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებით, უპირატესობა კომპანია „სილქნეტს” მიანიჭა.სისხლის სამართლის საქმე თანხების გაფლანგვის მუხლით არის აღძრული. პირველი სასამართლო პროცესი 10 თებერვალს უნდა გაიმართოს.