რაულ ხაჯიმბამ „პარლამენტში“ რატიფიცირებაზე რუსეთთან მეკავშირეობის შეთანხმება შეიტანა

დე ფაქტო აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ „პარლამენტში“ რატიფიცირებაზე რუსეთთან მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება შეიტანა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურში განუცხადეს. შეგახსენებთ, რომ ახალი შეთანხმება რუსეთთან 24 ნოემბერს სოჭში იყო გაფორმებული.
დოკუმენტი დე ფაქტო აფხაზეთის საერთაშორისო კავშირების გამყარების განმტკიცებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ ერთ-ერთი მხარის მიმართ რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან აგრესია განხორციელდება, მაშინ ეს განიხილება, ასევე როგორც აგრესია შეთანხმების მეორე მხარის მიმართ. ხელშეკრულება ასევე რუსეთის ფედერაციის და დე ფაქტო აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ჯარების დაჯგუფების შექმნას და საქართველო-დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დაცვას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები