09 დეკემბერი

10:00
“რედისონში” ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კონფერენციას „გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად“ გამართავს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი მარტინა ქუიქი დაესწრებიან.
11:00
“თბილისი მერიოტში” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, მოსამართლეთა დანიშვნა- დაწინაურების ახალ კრიტერიუმებზე შეხვედრას გახსნის. საკონტაქტო პირი: ქეთი ტყეშელაშვილი 577 55 77 35
11:00
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, სამხატვრო აკადემიის მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტების მიერ ფლორენციაში ჩატარებული უორქშოფის პრეზენეტაცია გაიმართება.
11:00
NEW
„კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:30
“პირველ პრესკლუბში” „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის დეტალები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
12:00
“პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის დეტალები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, ახალ სკოლას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მოინახულებენ. ადგილი: მცხეთის რაიონი სოფელი მუხრანი, მე-2 საჯარო სკოლა
12:30
“პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: რა ვითარებაა ციტრუსის მოსავლის ჩაბარების და ექსპორტის თვალსაზრისით 2014 წელს. მისამართი: წერეთლის გამზ. 116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33
13:00
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ წარმომადგენელი თინათინ ნიბლოშვილი, პარლამენტს სტაჟირების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს წარუდგენს.
14:00
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნებიან. მისამართი: სოფელი მეჯვრისხევი
14:30
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი იმერეთის რეგიონს ეწვევა.
15:00
“თბილისი მერიოტში” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, სტუნედტური კონფერენციის “აღმოაჩინე შენი მართლმსაჯულების ისტორია“ მონაწილეებს შეხვდება. საკონტაქტო პირი: ქეთი ტყეშელაშვილი 577 55 77 35
16:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მონოგრაფიული პალეონტოლოგიური მუზეუმი გაიხსნება.
16:00
საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც ითვალისწინებს ინგლისურიდან ქართულზე თარგმნის უნარების განვითარების შემუშავებას. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი დაესწრებიან. მისამართი: პოლიტკოვსკაიას 3
17:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივითა და ვახტანგ ჭაბუკიანის სახლმუზეუმის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, 79 წლის ფერმწერის ლია ბარნაბიშვილის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. მისამართი: დ. აღმაშენებლის 83 /23
18:00
ექსპოჯორჯიას მესამე პავილიონში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის 2014 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.
18:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლაშა თაბუკაშვილის პირველი რომანის „ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ!“ პრეზენტაცია გაიმართება.
18:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ანსამბლი ”თსუ გორდელა” ლეიკემიით დაავდებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. საკონტაქტო პირი: ქეთი კირკველია 555 55 75 65
19:00
გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრში, მერიის მხარდაჭერით, სოხუმელი კომპოზიტორისა და მომღერლის, ია მაისაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართება. მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი № 2

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები