სირიამ „ისრაელის აგრესია“ დაგმო (ვიდეო)

  ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ დამასკოს სამხედრო ობიექტების დაბომბვა სირიის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა და ტერორისტებისთვის დახმარების გაწევაა. ამის შესახებ სირიის არმიის მეთაურების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ისრაელის სახელმწიფო რადიოს ინფორმაციით, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალების იერიში სირიაში ტერორთან ბრძოლას არ ეწინააღმდეგება.
სირიის ოფიციალურმა სააგენტომ SANA-მ, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდამჭერად ითვლება, დამასკოს რაიონში სამხედრო ობიექტების დაბომბვას „სირიის წინააღმდეგ აგრესია“ უწოდა, თუმცა დაადასტურა, რომ დაშავებულები და მსხვერპლი არ არის. ისრაელის თავდაცვის არმიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უცხოელი მედიის პუბლიკაციებზე კომენატრებს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად დასახლებული პუნქტ დიმასის რაიონების მიმართ ავიადარტყმები განხორციელდა. ისრაელის მედიის ცნობით, სირიის არმიის მხარეზე მებრძოლი შიიტების დაგჯუფება „ჰესბოლაჰისთვის“ განკუთვნილი იარაღის საწყობები დაიბომბა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=BYVoV494cfU” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები