უკრაინას დღეს, სავარაუდოდ, რუსული გაზის მიწოდება აღუდგება

  უკრაინას დღეს, სავარაუდოდ, რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგება, – ამის შესახებ „ეხო მოსკვი“ იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ „ნაფტოგაზმა“ „გაზპრომს“ 1 მილიარდი კუბომეტრის გაზის საფასური თითქმის 380 მილიონი დოლარი წინასწარ გადაურიცხა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინას გაზის მიწოდება ივნისში შეუწყვიტა იმის გამო, რომ კიევი გაზის საფასურის გადახდაზე უარს ამბობდა და ფასის შემცირებას ითხოვდა. ბუნებრივი აირის აღდგენის საკითხში მხარეების შუამავალი ევროკავშირი იყო. შეთანხმებას უკრაინამ და რუსეთმა ოქტომბერში მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები