ბედნიერ მოზარდს ცხოვრებაში წარმატების მიღწევის მეტი შანსი აქვს, ვიდრე ნაკლებად ბედნიერს

     ბედნიერ მოზარდს ცხოვრებაში წარმატების მოპოვების მეტი შანსი აქვს, ვიდრე ნაკლებად ბედნიერს, – ასეთია დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგად გაკეთებული დასკვნა. მკვლევარებმა 15 ათასი 16-18 წლის მოზარდის გამოკითხა ჩაატარეს. ხელმეორე გამოკითხვა ჩატარდა მაშინ, როცა გამოკითხულ მოზარდებს 29 წელი შეუსრულდათ. აღმოჩნდა, რომ იმ პირების შემოსავალი, ვინც მოზარდობის ასაკში თავს ბედნიერად არ გრძნობდა, საშუალოდ 30%-ით ნაკლები იყო შერჩევის საშუალო მაჩვენებელზე, ხოლო იმ პირების შემოსავალი, ვინც თავს ბედნიერად გრძნობდა, 10%-ით აღემატებოდა შერჩევის საშუალო მაჩვენებელს. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ენდრიუ ოსვალდის (Andrew Oswald) თქმით, „ბედნიერების დონე შემოსავლის პროგნოზირების კარგი ფაქტორია, უკეთესი, ვიდრე სქესი, ინტელექტის დონე, ფიზიკური მონაცემები. თუ ადამიანი ბედნიერია, მას ნაკლები პრობლემა აქვს, ის უფრო იშვიათად განიცდის სტრესს, რაც, როგორც ჩანს, სამსახურეობრივ წარმატებას უწყობს ხელს”.

წყარო: tornikeeristavi.blogspot.com/search?q=ბედნიერ+მოზარდს+ცხოვრებაში+წარმატების+მიღწევის+მეტი+შანსი+აქვს,+ვიდრე+ნაკლებად+ბედნიერს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები