8 დეკემბერი

10:00
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგი გაიმათება, რომელსაც სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე გაუძღვება.
10:00
NEW
თელავის ცენტრალურ მოედანზე, აღმოსავლეთ საქართველოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრის ავტოპარკის განახლების მეორე ეტაპi გაიმართება, რეგიონში 10 მაღალი და 7 საშუალო გამავლობის სპეციალური ავტომობილი განაწილდება. საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე 599 12 00 09
10:30
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში მოწვეულ მრჩეველებთან შეხვედრას გამართავს. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი (N636)
10:45
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ეზოში სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლ უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალს გახსნიან.
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საქართველოს პარლამენტის წევრი დავით ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ფაქტობრივი უზუსტობები გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

11:00
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი
11:00
ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს შემაჯამებელი ანგარიში გაიმართება, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
11:00
“პირველ პრესკლუბში” გელა ნიკოლაიშვილი, ნანა კაკაბაძე და გია ტაბლიაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: მე-8 საბყრობილეში პატიმარმა ლაკაევმა შიმშილობა დაიწყო. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:00
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ადვოკატი გოგა ონიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საპატრულო პოლიციის ახალი მანქანების ხარჯები.
11:00
NEW
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მე-2 ფაზის იმპლემენტაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრას გამართავს. მისამართი: გორგასლის ქ. №24ა

11:00
NEW
“ნაციონალური მოძრაობა” ეკონომიკური სფეროს ექსპერტებსა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს გააცნობს პარლამენტისთვის წარსადგენ დადგენილების პროექტს, რომელიც მთავრობის მიერ ეკონომიკურ სფეროში გადასადგმელი ნაბიჯების ჩამონათვალს შეიცავს. საკონტაქტო პირი: მარიამ მებურიშვილი 557 19 71 19
11:30
“პირველ პრესკლუბში” “მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკადრო ცვლილებები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ყოფილი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: საკადრო ცვლილებები მთავრობაში, უკრაინაში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნები.
11:30
თბილისის რამოდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში, დამატებითი 6 ახალი გჯუფი გაიხსნება და სამგორის, ისანისა და ჩუღურეთის 230-მდე ბავშვი, სააღმზრდელო პროცესს დაიწყებს. საკონტაქტო პირი: თაკო კვირტია 577 17 30 04
12:00
„თბილისი-მარიოტში” „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საქართველოში აზარტული თამაშების ბაზრის კვლევის პირველ შედეგებს წარმოადგენს.

12:00
„პირველ პრესკლუბში”, „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ნინო ისაკაძე, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საქართველოს პარლამენტში, ორგანიზაციის მიერ საქართველოს შრომის კოდექსში სტაჟირების სამართლებრივ რეგულაციასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის გამზირი №116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი
599 01 03 44
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ბრიფინგს გამართავს. თემა: ახალი გარემოება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში, საკადრო ცვლილებები მთავრობაში.
12:00
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, დარგის ექსპერტებს შეხვდებიან. თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი (N636)
12:00
ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
12:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევით ორგანიზაციის „KEK”-ის გენერალური დირექტორი აცუტო სუზუკი, მაღალი ენერგიის ფიზიკის და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების სფეროში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამებთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. მისამართი: უზნაძის 52

12:00
სასტუმრო „ტიფლის პალასში“ საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ბავშვის უფლებების ცენტრის 2014–2017 წლების სტრატეგიას წარმოადგენს, რომელიც შემუშავებულია საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ანტიდისკრიმინაციული კანონის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად და ცენტრისგაძლიერებას ემსახურება.
12:00
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი არმაზ ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ცვლილებები კოალიციაში და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.
12:00
NEW
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროკავშირის პრეზიდენტი და რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების ლიდერები, პედაგოგთა საბაზო ხელფასის 2015 წლის 1-ელი იანვრიდან მატების მოთხოვნით პარლამენტში (თბილისი) მასწავლებელთა 15 000-ზე მეტ ხელმოწერას შეიტანენ და ბრიფინგს გამართავენ. საკონტაქტო პირი: მარი ალუღიშვილი 599 94 96 94
12:30
“პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი საქართველოს“ გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საკადრო ცვლილებები მთავრობაში, უკრაინაში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნები.

12:40
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ლარის კურსი და ეკონომიკური რისკები.
13:00
“პირველ პრესკლუბის” სტუმარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი იქნება. თემა: როგორ უნდა შევხვდეთ ახალ 2015 წელს და როგორი იქნება თხის წელი სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნებისთვის. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
“ივერიონის” პრესკლუბში პროფესორები მიხეილ ჯიბუტი და დავით ხანთაძე პრესკონფერენციას გამართავენ. თემ: საყდრისთან დაკავშირებული პრობლემები და მთავრობის არადეკვატური რეაგირება. მისამართი: კოსტავას 6, პირველი სადარბაზო მესამე სართული
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში გაზეთ „ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ლაფანყურის საქმე, საკადრო ცვლილებები მთავრობაში.
13:00
სასტუმრო “ამბასადორში”, “კონსერვატიული პარტიის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება.

13:00
საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი იციკ მოშე, მედიას დაგეგმილი ღონისძიებებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციას გააცნობს. მისამართი: რუსთაველის გამზ. №22 მესამე სარტული. (ისრაელის სახლი)
13:00
NEW
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკადრო გადაადგილებები მთავრობაში.
13:00
NEW
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების სხდომათა დარბაზში, ანგარიშის “მშრომელთა უფლებების კვლევა საქართველოში” –პრეზენტაცია გაიმართება.
14:00
„რედისონში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, “საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში 2 წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
14:00
NEW
“ქორთიარდ მარიოტში” “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” კვლევის “დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკა” პრეზენტაციას გამართავს.

15:00
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
16:00
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა გაიმართება. თბილისი, პირველი რესპუბლის სახელობის დარბაზი
16:00
NEW
ორგანიზაცია IREX-ის ოფისში, ღია კარის დღე ჩატარდება. თემა: საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო აცხადებს ღია კონკურსს ტელევიზიებისთვის საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში.
16:00
NEW
მწერალთა სახლში, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით დაბეჭდილი, საქართველოს დამსახურებული მხატვრის ზაურ დეისაძის ნახატების ალბომის პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: მაჩაბლის ქ. №13
19:00
NEW
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მცირე დარბაზის ფოიეში, ფოტოგამოფენა-აქცია სახელწოდებით “გამოდი! ძალა არა ძალადობაშია!” გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები