მეცნიერებმა შიშის დათრგუნვის გზას მიაკვლიეს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნეირონები, რომლითაც თაგვის ტვინის ჰიპოკამპში შიშის მაფორმირებელი მოგონებების გაჩენა შეაჩერეს. კვლევა ჟურნალ „Science“-ში გამოქვეყნდა და მეცნიერთა თქმით, ხელს შეუწყობს ნერვული საფუძვლის უკეთ გაგებას. მკვლევარებმა თაგვის ტვინის ნეირონებზე დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს უჯრედები – ინტერნეურუსი, რომლებიც აქტიურდებიან უსიამოვნო მოვლენის დროს. მათი გათიშვის შემდეგ არასასიამოვნო გარემოში მოხვედრისას თაგვმა დაკარგა შიში, რასაც უწინ ავლენდა.