თამარ ბერუჩაშვილმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრები გამართა

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თამარ ბერუჩაშვილი ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
თამარ ბერუჩაშვილი ფინეთის, რუმინეთის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, ეუთო-ს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის და ODIHR-ის ხელმძღვანელს ჯორჯ ლინკს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდა მალტის, ესტონეთის და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრებს. გაიმართა შეხვედრა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს წარმომადგენელთან დუნია მიატოვიჩთან.
ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში მინისტრი შეხვდა მოლდოველ კოლეგასა და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრს.
თამარ ბერუჩაშვილი სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
სერბეთი ეუთო-ს მომდევნო თავმჯდომარე ქვეყანაა. მასთან შეხვედრაზე განხილული იქნა სერბეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქმიანობის მთავარ პრიორიტეტებზე. ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა ასევე უმაღლეს კომისართან ეროვნული უმცირესობის საკითხებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები