კულტურის მინისტრი შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვია
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის ინიციატივით გრძელდება შეხვედრები სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
5 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ზუგდიდში შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვია. მინისტრი დასის წევრებს შეხვდა და თეატრის პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ზუგდიდის დრამატული თეატრი ავარიულია, რის გამოც ის სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, მსგავსი პრობლემების მოგვარების მიზნით იქმნება უწყებათშორისი კომისია, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების მდგომარეობას და საკითხის გადასაწყვეტად კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს.
პრობლემების ადგილზე გაცნობის მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე წლის ბოლომდე სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა დაწესებულების (სსიპ) მონახულებას გეგმავს.