გროზნო ტერორისტების იერიშის შემდეგ (ვიდეო)
გროზნოში „ბოევიკების“ იერიშის შედეგად საგამომცემლო სახლში მომხდარი ხანძრის შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს. 9- სართულიანი შენობა, სადაც ყველა რესპუბლიკური გაზეთისა და ჟურნალის რედაქცია, ფედერალური არხებისა და რუსული საინფორმაციო სააგენტოების ოფისები იყო განლაგებული, თითქმის სრულად დაიწვა. ხანძარმა ასევე რესპუბლიკის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი „ბერკატი“ დააზიანა.
გავრცელებული ინფორმაციით, მე-20 სკოლის მოსწავლეებს დროებით სხვა შენობა შესთავაზეს.
შეგახსენებთ, რომ „ბოევიკების“ მეორე ჯგუფი სკოლის შენობაში იყო ბლოკირებული.
ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელშიც 50 გამოცდილი გამომძიებელი და კრიმინალისტი შევიდა. ჯგუფი „ბოევიკების“ პოლიციაზე თავდასხმის მიზეზებს გამოიძიებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=zJ5LBSfbYUM” width=”560″ height=”315″]