გაეროს სამშვიდობო მისიის თანამშრომელი ლიბერიაში ებოლას ვირუსით დაავადდა

გაეროს სამშვიდობო მისიის თანამშრომელი ლიბერიაში ვირუს ებოლათი დაავადდა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, დაავადებული ქვეყნის დედაქალაქში – მონროვიაში მკურნალობს. ცნობილია ასევე, რომ კიდევ 16 ადამიანი, რომელთაც დაავადებულთან კონტაქტი ჰქონდათ, „კარანტინში“ განათავსეს.
შეგახსენებთ, რომ ეს გაეროს წარმომადგენლის ებოლას ვირუსით დაავადების მესამე შემთხვევაა. 2 სამშვიდობო კი, რომლებიც ლიბერიაში დაავადდა, დაიღუპნენ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ებოლას მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 6070 ადამიანი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები