შსს-ს წარმომადგენლები ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები და ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისარი ასტრიდ თორსი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებს – დიცს, დიდ ხურვალეთსა და ერგნეთს ეწვივნენ. მათ რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ გავლებული მავთულხლართები და ღობეები დაათვალიერეს, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და პრობლემებს გაეცნენ. შსს-ს ინფორმაციით, ეუთოს უმაღლესმა კომისარმა ასტრიდ თორსმა აღნიშნა, რომ სიტუაცია საკმაოდ რთულია, მოსახლეობის უმრავლესობა ძალზე რთულ პირობებში ცხოვრობს. მან ასევე დასძინა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულია, აქტიურად ჩაერთოს მოსახლეობის დახმარების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები