კაფე „ფანტაზიას“ დასაცავად აქცია გაიმართება

6 დეკემბერს, 14:00 საათზე, კაფე „ფანტაზიას“ დასაცავად აქცია გაიმართება. „ბოლო პერიოდში მუდმივად გვესმის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაფე „ფანტაზია“ არ ექვემდებარება აღდგენას, რეაბილიტაციასა თუ რემონტს. ადგილობრივი ხელისუფლების ორაზროვანი განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ძეგლის მიზანმიმართულ დისკრედიტაციასთან. ამავდროულად, ფარული თუ ნახევრად ღია მოლაპარაკებები კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვს იმის შესახებ, რომ რვაფეხას მიმართ მიზანმიმართული ნეგატიური კამპანია მიმდინარეობს“, – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები