პროექტის: „გამიცანი“ გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართება
10 დეკემბერს, 16:00 საათზე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართება.
კავშირი „ჩვენი ბავშვები“, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, ეროვნულ მუზეუმთან და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს პროექტს – „გამიცანი“, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ცნობადობის გაზრდისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
გამოფენაზე საზოგადოებას საშუალება ექნება, დაათვალიეროს შექმნილი ნახატები, მოუსმინონ ტრიო „ბრავოს“ მიერ შესრულებულ კომპოზიციებს, გაატარონ პოზიტიური საღამო და შეიტანონ მნიშვნელოვანი წვლილი ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სფეროს შესაბამისი სპეციალისტები.
ღონისძიებაზე დასწრებით, თითოეული ადამიანი გამოხატავს ღია მხარდაჭერას ამ ადამიანთა მიმართ და თავიაანთი ჩართულობით გააცნობენ მათ საზოგადოებას: „ერთად ვებრძოლოთ არსებულ სტერეოტიპებს და დავიცვათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებები.“