პატიმართა ნაწილი საპატიმროებს დატოვებს

  ნათლისღების დესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი პატიმრებს შეიწყალებს. შეწყალების კომისიამ, 250-მდე მსჯავრდებულის საქმიდან, დადებითი რეკომენდაცია 60 პატიმრის საქმეზე გასცა.
სია საქართველოს პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა. მათ შორის, როგორც ქალი პატიმრები, ისე არასრულწლოვნები მოხვდნენ.
შესაბამისი პროცედურების გატარების შემდეგ, შეწყალებული პატიმრები ციხეებს 2-3 საათში დატოვებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები