„გორგასლიანის“ ფარგლებში სპორტული ესტაფეტა გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სპორტული შეჯიბრების „გორგასლიანის“ ფარგლებში, სპორტული ესტაფეტა გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების II და III ქვეითი, II საარტილერიო და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადების, ასევე ეროვნული სასწავლო ცენტრის „კრწანისი“, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ცალკეული ქვეითი მსუბუქი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთს 1600 მეტრის მანძილზე სირბილში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გუნდურად შეეჯიბრნენ.
ტურნირის გამარჯვებული სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები გახდნენ. მეორე და მესამე ადგილები ეროვნული სასწავლო ცენტრის „კრწანისისა“ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდებმა გადაინაწილეს.
საპრიზო ადგილებზე გასულ ქვედანაყოფებს სპეციალური ჯილდო – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი ფარ-ხმალი -12 დეკემბერს „გორგასლიანის“ საზემო დახურვის ცერემონიაზე გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები