პუტინი: ჩვენი უკან დახევა ოპონენტების გათავხედებას და მათი მხრიდან აგრესიას იწვევს
რუსეთის უკან დახევა ოპონენტების გათავხედებას იწვევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კრების წინაშე გამოსვლისას განაცხადა. პუტინმა აღნიშნა, რომ მან კარგად იცის, თუ ვინ უჭერდა მხარს სეპარატიზმს რუსეთში 90-იან წლებში და ვინ უჭერს მას მხარს ახლა ჩეჩნეთში. პუტინის განცხადებით, ადგილობრივი სამართალდამცველები მორიგ ტერაქტს ღირსეულად გაუმკლავდებიან.
„ჩვენ გვახსოვს, როგორ მაღალი დონის შეხვედრებზე იღებდნენ ტერორისტებს, როგორც თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის მებრძოლ ადამიანებს. მაშინ უკვე ცხადი გახდა, რომ რაც უფრო მეტად ვიხევთ უკან და თავს ვიმართლებთ, მით უფრო თავხედდებიან ჩვენი ოპონენტები, ისინი უფრო ცინიკურები და აგრესიულები ხდებიან“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს იუგოსლავიის სცენარით სიამოვნებით დაშლიდნენ, თუმცა მოსკოვმა ეს არ დაუშვა.