ელმარ ბროკი: ახლა საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე საუბრის დრო არ არის

ახლა არ არის საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ნატოში გაწევრიანებაზე საუბრის დრო, – ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ელმარ ბროკმა განაცხადა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაციით, ელმარ ბროკი აცხადებს, რომ ნატოს გაფართოების გადაწყვეტილება არა მხოლოდ თითოეული ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, არამედ მას სჭირდება ალიანსის ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა.
მისივე განმარტებით, ყოველმა გაფართოებამ უნდა გააძლიეროს ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობები და ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებაზე მოახდინოს კონცენტრირება.
“უმჯობესია, მხარი დავუჭიროთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს, ასევე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში უსაფრთხოების სტრუქტურების რეფორმას, რათა ეს ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდნენ ევროკავშირს და საგარეო ბაზარზე მათი ინტეგრაცია მოხდეს. დებატები ამ ქვეყნების ნატოს წევრობაზე კონტრპროდუქტიულია”, – განაცხადა ელმარ ბროკმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები